ექსკლუზივი: რუსთაველის მეტროსთან არასრულწლოვანი გაიყინა – ფოტოკოლაჟი
რუსთაველის მეტროსთან უსახლკარო გაიყინა. როგორც შემთხვევის ადგილიდან „კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, 15 წლამდე ასაკის ბიჭი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გამვლელებმა ნახეს და სასწრაფო გამოიძახეს.
გამვლელებმა სასწრაფოს მისვლამდე შოკურ მდგომარეობაში მყოფ მოზარდს ტანსაცმელი მიაფარეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მოზარდმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.