თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ბარკალაიამ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, თეიმურაზ ბარკალაიამ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო მისი მოადგილე გიორგი ბუთხუზი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძვანელის მოვალეობას შეასრულებს.
თეიმურაზ ბარკალაია სხვა სამსახურში გადავიდა, იგი საქმიანობას ბიზნესსექტორში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ბარკალაია თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელად 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. მან შალვა ბრაჭული შეცვალა.