თბილისში, სამარშრუტო ტაქსიში მგზავრი გარდაიცვალა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ №41 სამარშრუტო ტაქსიში მგზავრი გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. როგორც „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, გარდაცვლილი დაახლოებით 50 წლის მამაკაცია.
„კვირა“ „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკურ დირექტორსაც დაუკავშირდა. დავით ასანიძის განცხადებით, მამაკაცს მგზავრობის დროს გული ცუდად გაუხდა და სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა.

 ია მგალობლიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები