რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადის დნობისას 2 მუშა დაიწვა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ორმა თანამშრომელმა საწარმოო ტრავმის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, საწარმო ტრავმის შედეგად ორივე პაციენტი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
მისივე თქმით, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
„რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ორმა თანამშრომელმა ფოლადის გამოდნობის დროს სხეულის დამწვრობა მიიღო. ერთ-ერთი მათგანი 69 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე 63 წლის.
პაციენტმა, რომელიც 69 წლისაა საწარმოო ტრავმის შედეგად, სხეულის 12 პროცენტის დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორეს სხეულის 20 პროცენტი აქვს დამწვარი. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები