„ელიავას ბაზრობაზე“, სადაც საღებავების საწყობები დაიწვა, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, სამივე დაზარალებულს სხეულის დამწვრობა აღენიშნება და ისინი სასწრაფოს ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამივე პაციენტი კლინიკის მიმღებ განყოფილებაშია მოთავსებული.
„კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რომ გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციაში ვერტმფრენები ჩაერთვებიან.
შემთხვევა დიდუბის რაიონში, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა. ცეცხლი საწყობებს უკიდია, სადაც საღებავები ინახებოდა.
არსებული ინფორმაციით, შენობა “კავკასუს ონლაინს” ეკუთვნის.
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო, სახანძო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.