ექსკლუზივი: გურამ ოდიშარია – თანამდებობიდან არ წავსულვარ
საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ პირველ კომენტარს ექსკლუზიურად „კვირასთან“ აკეთებს. ოდიშარიას განცხადებით, გადაღლილობისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის რამდენიმე დღით შვებულებაში გავიდა.
„მე გავედი შვებულებაში, რომ ცოტა დავისვენო. ძალიან გადაღლილი ვარ და, ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. თანამდებობიდან არ გადავმდგარვარ და არც დღის წესრიგში ყოფილა ჩემი შესაძლო წასვლის საკითხი“, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
გურამ ოდიშარია ბულაჩაურში საკუთარ აგარაკზე იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ხვალ გეგმავს. კულტურის მინისტრთან ვრცელ ინტერვიუს „კვირა“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.