2015 – ფოთის თეატრში რეგიონის თეატრების ახალი სიცოცხლე დაიწყო (ვიდეო)

ჯერ კიდევ, ორი კვირის წინ, ქალაქ ფოთს ყველა მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდა. ნინელი ჭანკვეტაძის ენთუზიაზმმა კი საზოგადოება თეატრის ირგვლივ გააერთიანა. პირველი რეგიონული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბოლო დღეს ადამიანებს მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდათ: ხვალ რა ვქნათ? ფესტივალი ორი დღეა დასრულდა და ხალხი ისევ ათი დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციებით, მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას. 11774779_887732614609125_640695139_n
რეგიონული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის იდეა ორი წლის წინ დაიბადა. მიუხედავად დაბრკოლებებისა და პრობლემებისა, ფესტივალი განხორციელდა. 15 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით ქალაქ ფოთს თითქმის მთელი საქართველო სტუმრობდა.
„რეგიონული თეატრების ფესტივალის დაარსების იდეა ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ დაიბადა, თუმცა მის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ფონდ „დღეს“ დიდი როლი მიუძღვის. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ იდეის მნიშვნელობა გაიაზრა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფესტივალი შემდგარიყო“, – ამბობს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე.
ათი დღის გნმავლობაში მაყურებელმა რეგიონის თეატრების 21 სპექტაკლი ნახა, მათ შორის – ოთხი პრემიერა. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალში პოლონეთისა და იტალიის თეატრებიც მონაწილეობდნენ. ფესტივალი სწორედ პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა, რეჟისორ დარიუშ იეზიერსკის სპექტაკლით – „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“ გახსნა. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები, რეჟისორები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. 11777953_887732631275790_193354556_n
ათი დღის განმავლობაში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ: სოხუმის, სენაკის, ცხინვალის, ბათუმის, გორის, ხულოს, პოლონეთის, რუსთავის, მესხეთის, ოზურგეთის, ზესტაფონის, თელავის, დმანისის, ზუგდიდის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, რომის, მოზარდმაყურებელთა, თოჯინებისა და პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრები. რაც მთავარია, თეატრების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები მრავალფეროვანი იყო. მათ ილაპარაკეს ყველაფერზე, იმ აქტუალურ თემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ ან ახარებთ: პიროვნებისა და ხელისუფლების მარადიული კონფლიქტი, ფანტასტიკა, სექტად ქცეული სისტემა, „ჯაყო“, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება, ახალგაზრდების მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, თეატრის შიდა პრობლემები და ინტრიგები, ფსიქოდრამა, „დაღუპული თაობა“, მიტოვებული სადგურის მაცხოვრებლები, „აურზაური არაფრის გამო“, „ქორწინება“, გენმოდიფიცირებული საკვები, სიცრუე, კორუფცია, ძალადობა, დუმბაძისეული ტკივილი და სევდანარევი იუმორი, ემოციები და პირადი ტრაგედია, რომელიც ომს მოაქვს, ადამიანური პრიორიტეტები, დანიის პრინცის ტრაგედია, „მაკბეტი“, ზნეობისა და ურთიერთობის დეფიციტი…
ფესტივალის ფარგლებში მონაწილე თეატრების წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი „ალუბლის ბაღი. მონოპერფომანსის პრაქტიკა“ გაიმართა, რომელიც ბელორუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და პედაგოგმა ანდრეი სავჩენკომ ჩაატარა. აგრეთვე, „ფოთის თეატრის სარდაფში“ სპექტაკლ „ჩარეცხილების“ ჩვენება გაიმართა, რომელიც სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტების“ მიხედვით პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეჟერსკიმ ფოთის თეატრისთვის დადგა.11780516_887732667942453_1611469853_n
„მე ვთვლი, რომ ფოთში მნიშვნელოვანი ფესტივალი გაიმართა, რადგან ვეცნობით რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. აუცილებელია, ვიცოდეთ, რეალურად რა ხდება რეგიონის თეატრებში, რა პრობლემებია, რაც ამ ფესტივალმა კარგად გამოაჩინა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო რომ, ამ ფესტივალის წყალობით ჩვენ თავიდან გავიცანით ორი თეატრი. ეს არის სენაკის თეატრი, რომელიც არასდროს, არსად არცერთ, ფესტივალზე არ გვინახავს და 2 200 მეტრზე მდებარე ხულოს თეატრი, რომელმაც სასიამოვნო სიუპრიზი ნამდვილად მოგვიწყო. გარდა ამისა, ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა თაობის მსახიობების აღმოჩენა, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან დედაქალაქის თეატრების დასის წარმომადგენლებს…“, – ამბობს თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.
„რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ორგანიზებით გაიმართა, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი ფესტივალის არსებობისთვის მასპინძელ ფოთის თეატრს და მის დირექტორს თენგიზ ხუხიას მიუძღვით. ათი დღის განმავლობაში ფოთის თეატრის ერთ გუნდად შეკრული ყველა თანამშრომელი ერთგულად მასპინძლობდა სტუმრებს.
„ეს იყო ერთი ძალიან საინტერესო ფესტივალი საინტერესო პროგრამით და მონაწილეებით. მართალია, შრომატევადი იყო, მაგრამ ის მუხტი, რომელიც მაყურებლიდან წამოვიდა, ამად ღირდა. იმედი მაქვს, ფესტივალი მომავალ წელს კიდევ უფრო დაიხვეწება, უფრო საინტერესო პროგრამა გვექნება და მეტი მონაწილე გვეყოლება. დიდი მადლობა ქალბატონ ნინელის, ჩემს გუნდს და ყველა თეატრის წარმომადგენელს. მოხარული ვარ, რომ თეატრი, რომლის არსებობაც რამდენიმე წლის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ასეთ ფესტივალს მასპინძლობდა“, – ამბობს ფოთის თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.11791873_887732694609117_1602661281_n
25 ივლისს ფესტივალი საზეიმოდ ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა. ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ნუკრი კაპანაძემ, ოთო ნემსაძემ, სოფო გელოვანმა, ელენე ფოჩხუამ, ვაჟა მანიამ ქართული და უცხოური კინო და მიუზიკლების კომპოზიციების სრულიად ახალი ვერისები შეასრულეს, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გაკეთდა.
ფესტივალმა საზოგადოების იმედი, მოლოდინი გაამართლა და, როგორც შეგვპირდნენ, მხოლოდ ერთი წლით დაგვემშვიდობნენ. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმაც და ორგანიზატორებმაც პირობა მოგვცეს, რომ ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რადგან მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლებმა კი საზოგადოებას არა მარტო უნდა გააცნონ საკუთარი შემოქმედება, არამედ მათ მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობასა დ ქართულ კულტურას. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს მარტვილის კანიონი, ნოქალაქევი, დადიანების სასახლე, პალიასტომის ტბა. ხოლო ყოველ საღამოს, გრიგოლეთში, სასტუმრო „ლაშთანში“ სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართებოდა, მათ შორის მუსიკალური საღამოები, რაც ერთგვარი დაახლოების და ურთიერთობის გაღრმავების საშუალება იყო მოწვეული სტუმრებისთვის.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

მზევინარ ხუციშვილი

]

11721132_887732601275793_2088990197_n

11774268_887732664609120_459975199_n

11774272_887732701275783_746501611_n

11774510_887732784609108_1288417018_n

11774690_887732831275770_1908449853_n

11778061_887732657942454_1430790566_n

11778063_887732827942437_1549433343_n

11780516_887732667942453_1611469853_n

11793162_887732607942459_137822117_n

11793218_887732677942452_521831709_n

11793340_887732637942456_1613228617_n

11793370_887732647942455_64113188_n

11802011_887732674609119_1817893711_n

11802020_887732661275787_735104346_n

11802045_887732654609121_126234824_n

11802190_887732651275788_1639212056_n

11802192_887732704609116_2055707576_n

11805884_887732687942451_1057736236_n

11815856_887732644609122_855336216_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები