ვახტანგ გომელაური 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს 1403 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიხსენა თბილისში მომხდარი სტიქიის დროს განვითარებული მოვლენები. ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში მიიღო მონაწილეობა.
„13 ივნისის ღამეს, იმ საშინელ ღამეს, პირველივე წუთიდან, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, შსს-ს ყველა თანამშრომელი იქ ვიყავით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა. თქვენ იცით ჩვენი გმირი მაშველი. ქედი მინდა მოვიხარო მისი ვაჟკაცობის წინაშე, რომელმაც შვიდი ადამიანის გამოყვანა შეძლო იმ ღვარცოფიდან და თავად ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ასევე, 22 ადამიანი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, დღესდღეობით კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ.“
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართველ და უცხოელ მოხალისეებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, ასევე მეგობარ ქვეყნებს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების მიერ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი დიდი წვლილი და თანადგომა.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენაში – „13 ივნისი“ 24 ფოტოგრაფი მონაწილეობდა.

10393865_1853472334876963_4387472873329146196_n

11200884_1853472541543609_7446108086828713567_n

11402994_1853472694876927_7907373410153039456_n

11665621_1853473048210225_7159636581239771992_n

11703065_1853472348210295_8922226970652196401_n

11709653_1853472751543588_6188017921447237467_n

11709657_1853472341543629_4014817950951046263_n

11739486_388237118049144_2089751439_n

11742832_1853472458210284_9119039498755762676_n

11745580_1853472941543569_7170317955538947582_n

11745580_1853473034876893_4317630506385741335_n

11750626_1853472484876948_4742090970415413276_n

11753677_1853472804876916_4537323158313607487_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები