ერაყის თვითმფრინავმა შეცდომით ბაღდადი დაბომბა – არის მსხვერპლი

ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა შემთხვევით ბაღდადი დაბომბა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ თვითმფრინავი ბაზაზე ბრუნდებოდა. სწორედ ამ დროს ერთ-ერთი ბომბი შემთხვევით ჩამოვარდა და სამი სახლი დააზიანა“, – განუცხადა სააგენტოს ერაყის უშიშროების სამინისტროს პრესმდივანმა საად მაანმა.
თვითმფრინავი აეროდრომზე ტერორისტების ბანაკის განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები