თბილისში დანით შეიარაღებული პაციენტი სასწრაფოს ექიმებს თავს დაესხა – ექიმებს კოლეგების დახმარება დასჭირდათ

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადას დანით შეიარაღებული პაციენტი თავს დაესხა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
შემთხვევა დღეს დილით, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, თავდასხმის შედეგად ექიმთა ბრიგადამ მანქანაში ჩასხდომა მოასწრო, თუმცა აგრესიულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სასწრაფოს მანქანას დანით 2 საბურავი დაუსერა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და დამხმარე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.
„ვაშლიჯვრის დასახლებაში გამოძახებულ მისამართზე სამედიცინო ბრიგადის ექიმები გამოცხადდნენ. ადგილზე მისულ ბრიგადას 20 წლის მამაკაცი სადარბაზოში დახვდა, რომელსაც მანამდე ნაოპერაციევი ჭრილობა აწუხებდა. პაციენტი ექიმებს სწორედ იმ საავადმყოფოში გადაყვანას სთხოვდა, სადაც მანამდე ოპერაცია ჩაიტარა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბრიგადა უთანხმდება საავადმყოფოს, შეუძლია თუ არა პაციენტის მიღება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
სწორედ ამ დროს, ის დანის მუქარით ექიმებს აიძულებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილ კლინიკაში გადაეყვანათ. სიტყვიერ დაპირისპირებაში პაციენტის მამა და კიდევ ერთი ოჯახის წევრიც ჩაერთო. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ექიმები სასწრაფოს მანქანაში ჩაიკეტნენ და რაციით დახმარება ითხოვეს. 20 წლის ახალგაზრდამ მანქანის საბურავები დანით დაჭრა და ექიმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფოს სხვა ბრიგადა გამოცხადდა, რომელმაც აღგზნებული და აგრესიული პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა“, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.
რაც შეეხებათ ექიმებს, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მათ ნერვული შოკი მიიღეს და მათ კოლეგების დახმარება დასჭირდათ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ექიმების თავდასხმის გამო სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი პაციენტის მამაა.

იზა შაქარაშვილი

11667977_973837699305390_904801363_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები