“სააკაშვილმა გააცურა უკრაინელები ამერიკული ხელფასის ყალბი ცნობით”

უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული სააკაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ შეძლებული ადამიანია და უკრაინაში გასამდიდრებლად კი არა, ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ჩავიდა. ეჭვები რომ გაეფანტა, თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ხელფასის ცნობა, რომელსაც ვითომდა ამერიკაში იღებდა.

შეგნებულად თუ შემთხვევით, საკითხში გაურკვევლობით უკრაინის მედიამ ქართველისგან გმირი შექმნა. მასმედიის საშუალებები აჭრელდა დაახლოებით ასეთი სათაურებით: „სააკაშვილი მოჰყვა, თუ რამხელა ხელფასზე თქვა უარი ამერიკაში, ოდესაში წამოსვლის სანაცვლოდ” ან „სააკაშვილმა ფარდა ახადა თავის ამერიკულ შემოსავალს”… და ა.შ.

ამას მოჰყვა აღტაცებები სოციალურ ქსელში – „ბრავო, მიხაილ!”, „სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტად!”, „უკრაინის გამო ამხელა ფულზე თქვა უარი!”

მოდით, ვნახოთ რა ფულებზეა საუბარი და რა დოკუმენტი გაასაჯაროვა სააკაშვილმა? გთავაზობთ სააკაშვილის გამოქვეყნებულ სტატუსს:

24 ივნისი 22.33.

– ვისაც აინტერესებს, მოგახსენებთ, რომ ჩემი ხელფასი ამერიკაში  ოდესაში დაიშვნამდე შეადგენდა 200 ათას $, ამას უნდა დამატებოდა ლექციებიდან და საჯარო გამოსვლებიდან მიღებული თანხა. მე და ჩემი მეგობრები სახელმწიფო სამსახურში ფულის გულისთვის არ მოვსულვართ და საერთოდაც, საზოგადოების სამსახური ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ფული. ძნელია, აუხსნა ადამიანებს, რომლებსაც რეალურად უჭირთ, რომ ჩინოვნიკს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს; ჩემი ღრმა რწმენით, უნდა ავიყვანოთ ახალი, გაუსვრელი ხალხი და მერე, როცა გადასახადებიდან აკრეფილი თანხა შემოვა ბიუჯეტში და არა კორუმპირებულების ჯიბეებში, მივცეთ მათ მაღალი ხელფასები; ამავდროულად ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ პენსია, ავაგოთ გზები და უკეთ შევაიარაღოთ ჯარი”.

ამ დოკუმენტის ზერელე ანალიზიც თვალნათლივ გვანახებს, რომ სააკაშვილი უკრაინელებს იდიოტებად მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ იაფფასიან სიყალბეს არ შეაჩეჩებდა. თავად განსჯეთ: ინსტიტუტი (New International leadership institute), რომელიც ვითომ ასეთ ხელფასს უხდის, დაარსებულია 2015 წელს სააკაშვილის ყოფილი მინისტრის, თემურ იაკობაშვილის მიერ და ხელფასის ცნობაზეც მისი ხელმოწერაა. რაც შეეხება მის ადგილმდებარეობას, როგორც გავარკვიეთ, ასეთი მყვირალა და პრეტენზიული სახელწოდების ინსტიტუტი ვაშინგტონის გარეუბანში, პიცერიასა და სილამაზის სალონს შორის მდებარეობს, ვცადეთ საიტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ფაქსის გაგზავნაც ვერ მოვახერხეთ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ მსგავსი ნომერი თურმე არ არსებობს. დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილი ინსტიტუტში მუშაობს 1 მაისიდან, მაშინ, როცა უკვე 30-ში იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, ე.ი. ფორმალურად, ამერიკაში ერთ თვესაც ვერ იმუშავებდა, იმაზე არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ ამ ხნის მანძილზე უკრაინაში იმყოფებოდა.

და რა გამოდის? – ინსტიტუტი სააკაშვილისა და მისი ხალხის საამქროა, სადაც თუ უნდა, მილიარდიანი ხელფასის ცნობას გამოუცხობენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ მსგავსი უნიჭო პიარ-აქციებით პოროშენკო კიდევ არაერთხელ გააბედნიერებს უკრაინელებს, რომლებმაც ასე მარტივად დაიჯერეს ლეგენდა „წარმატებულ ქართველ რეფორმატორზე”.

image

http://infopolk.ru

წყარო: “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები