თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „კვირას“ ინფორმაციით, ცხედარი გუშინ ღამით ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 27 წლის ნ.ი.-ძეა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ოჯახის წევრები გარდაცვლილს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სახლში მისულებს კი ნ.ი.-ძე გარდაცვლილი დახვდათ.
ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.