ბათუმის მერს ქალაქის ცენტრში განთავსებული ჯიხურები თავადაც არ მოსწონს – ერმაკოვის პირველი კომენტარი “ბუდკებზე”

ბათუმის მერს ბათუმის ცენტრალურ უბანში ახლად აშენებული სავაჭრო ჯიხურები არ მოსწონს – ამის შესახებ „კვირას“ გიორგი ერმაკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ბუდკები, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზეა განთავსებული, დროებითია და მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიდგა.
„ეს ჯიხურები თავის დროზე უკანონოდ ჰქონდათ განლაგებული გარკვეულ პირებს, დაახლოებით 15-მდე ჯიხურზეა საუბარი, სადაც ვაჭრობდნენ სხვადასხვა ნივთებით, ძირითადად, ეს არის სუვენირები. ეს ჯიხურები ჩადგმული იყო ყოველგვარი ნებართვის გარეშე გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგირო გზიდან ვაგზლის შენობამდე, რის გამოც პრობლემას უქმნიდა ფეხით მოსიარულეს, ან სტუმრებს. მათ არ ჰქონდათ გადაადგილების საშუალება, ვინაიდან გზის სავალი ნაწილი სანაპირო გზიდან ვაგზლის შესასვლელამდე ჩახერგილი იყო.
ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას, ეს ჯიხურები თავად აეშენებინათ. ამ ჯიხურების დადგმის ნებართვა ჩვენ მივეცით, გავითვალისწინეთ ამ ადამიანების პრობლემაც, ზოგს სესხი აქვს აღებული, ზოგს – ვალი და ასე შემდეგ… მერიამ ამ ადამიანებს საშუალება მისცა, რომ ზაფხულში ისარგებლონ და ფინანსური სარგებელი მიიღონ. კიდევ ვიმეორებ, ამ ჯიხურებში მხოლოდ სუვენირები გაიყიდება. ეს ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩაზე, სკვერის ტერიტორიაზე განთავსდა და არა ტრუატურზე, სადაც ფეხით მოსიარეულეებს პრობლემას არ შეუქმნის“, – აცხადებს გიორგი ერმაკოვი.
როგორც „კვირას“ ერმაკოვმა განუცხადა, ჯიხურების ადგილმდებარეობა დროებითია, ჯიხურების საკითხი შემოდგომაზე, საკრებულოსთან შეთანხმებით გადაწყდება, და შესაძლოა, მომავლაში სხვა ადგილი გამოინახოს.
ერმაკოვის ინფორმაციით, მომავალში ჯიხურების იერსახეზე და დამზადების საკითხზე თავად ბათუმის მერია იზრუნებს.

get_img-3

get_img-4

get_img-5

get_img-6

get_img-13

get_img-21

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები