ბალხის პროვინციაში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითად გადაადგილების დროს ქართულმა ქვედანაყოფმა მიწაში ჩაფლული ძველი საბრძოლო ნივთიერებები შეამჩნიეს, რის შემდეგაც სტანდარტული პროცედურის თანახმად საინჟინრო ჯგუფის გამოძახება მოხდა. გამნაღველებმა საეჭვო ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და გაწმინდეს. პატრულირება 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული ასეულის პატრულიების მიზანი ბაზა “მარმალის” დაცვა, საპატრულო რაიონის კონტროლი, მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქართველმა სამხედროებმა ბაზა “მარმალზე” გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს.