ვაკეში მომხდარი დანაშაულის დეტალები – 16 წლის მოზარდმა დედა ოჯახის წევრების თვალწინ დაჭრა (ვიდეო)

45 წლის ნათია ს. 16 წლის შვილმა მამის და ოჯახის წევრების თვალწინ ყელის არეში დაჭრა. ნათია ს. ვაკეში დედასთან სტუმრად იმყოფებოდა. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა კობა მაჭავარიანმა განუცხადა, ფაქტს ს.-ს 2 არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე და დედა  შეესწრო.
„ამ კორპუსის მე-11 სართულზე ბებია ცხოვრობს, მისი უფროსი შვილიშვილი აქ ხშირად სტუმრობდა. როგორც ვიცი, დედამისის სახლში ნათია, მეუღლესთან და სამი შვილთან ერთად იმყოფებოდა. გავიგეთ, რომ დედას უფროსმა შვილმა ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, ამის შედეგ მეორე შვილმა ლიფტით 1 სართულზე ჩამოიყვანა და სადარბაზოს პირველ სართულზე დატოვა. ქალს ყელიდან სისხლი სდიოდა, შემთხვევით ვიღაც უცნობმა ქალმა შენიშნა და სასწრაფო გამოიძახა. ამ დროს ბიჭი, რომელმაც დედა დაჭრა, მე-11 სართულის აივანზე ავიდა და გადმოხტომას ცდილობდა. საბედნიეროდ, ბიჭი ჩამოიყვანეს და პოლიციამ წაიყვანა“, – აცხადებს „კვირასთან“ თვითმხილველი კობა მაჭავარიანი.
ყელის არეში დაჭრილი 45 წლის ქალბატონი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა, დაჭრილი ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები