„ჟიული შარტავას დაღუპვაში თავს დამნაშავედ ვგრძნობ“
საქრთველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ ჟიული შარტავას გარდაცვალების გამო ის თავს დამნაშავედ გრძნობს.
„დღეს, როდესაც ყველაფერს ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ჟიული შარტავას აფხაზეთში გაშვებით გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. მის დაღუპვაში, გარკვეულწილად, თავს დამნაშავედ ვგრძნობ! შეიძლებოდა, რომ არც გამეშვა“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე. როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, იგი ჟიული შარტავას საკუთარ მემკვიდრედ მოიაზრებდა და ის შვილივით უყვარდა. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილია. შვილივით მიყვარდა! ჩემი ნამდვილი თანამოაზრე იყო.. მე მას ჩემს მემკვიდრედ მოვიაზრებდი. აფხაზეთში რომ გავუშვი, ვფიქრობდი, თუ იქ სიტუაციის დალაგებას შეძლებდა, ჟიულის პრეზიდენტის პოსტზე კონკურენტი არ ეყოლებოდა. მე მას ვერ გავწირავდი. მასში კონკურენტი რატომ უნდა დამენახა, როცა თავად მივიჩნევდი ჩემს მემკვიდრედ. თუკი აფხაზეთში საქმეს თავს გაართმებდა, მასში ჩემს შემცვლელს ვხედავდი“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.