გიგა ბოკერია: ბატონმა ჯაფარიძემ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო

ეს არის უპასუხისმგებლო და არასერიოზული გადაწყვეტილება, – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ.
“სამწუხაროდ, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილება. პოლიტიკაში ყოფნა, მთავარ ოპოზიციურ ძალაში ყოფნა სერიოზული პასუხსიმგებლობაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო. ამით ბევრი არაფრი არ იცვლება. ყველას ესმის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა, კონკრეტული გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს. ჩვენ სწორედ ამისთვის ვაპირებთ მუშაობას. აღარ ველოდები კიდევ ვინმეს პარტიიდან გასვლას. სამწუხაროა, რომ წავიდნენ, მაგრამ საერთო სურათში, ეს არაფერს ცვლის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები