ადგურ არძინბა აცხადებს, რომ ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას არ დათანხმდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომას არ დათანხმდა და დასაფიქრებლად მეტი დრო ითხოვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, ოკუპირებული აფხაზეთის „სახალხო მოძრაობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ, ადგურ არძინბამ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ“, – აღნიშნა არძინბამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მეთაურის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს, რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები