მაია ბითაძე: არანაირი პერსპექტივა, არანაირი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს
“არანაირი პერსპექტივა, არანაირი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შექმნას გარკვეული დღის წესრიგი, რომ თავი არ დაავიწყოს როგორც საკუთარ ამომრჩეველს, ისე დამფინანსებლებს.
“იმას, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ, აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ისინი ტივტივებდნენ პოლიტიკური დღის წესრიგის ქვაკუთხედში და რაღაცნაირად თავი გაიმართლონ, როგორც საკუთარ მოტყუებულ ამომრჩეველთან, რომელსაც ისინი ატყუებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს. ისინი ატყუებდნენ ჩვენს მოსახლეობას და მათ მხარდამჭერებს, რომ იქნებოდა ძალიან მკაცრი რეაქციები საერთაშორისო აქტორების მხრიდან. საბოლოო ჯამში, მათ ვერ მიიღეს ის რაც უნდოდათ. ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერმე ჰქონდათ ამ ქვეყანაში რევოლუციის ჩატარების მცდელობა. ახლა ცდილობენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შექმნან გარკვეული დღის წესრიგი, რომ თავი არ დაავიწყონ, როგორც საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც ძალიან იმედგაცრუებულია, ასევე, თავი არ დაავიწყონ იმ დამფინანსებლებს, რომლებიც დღემდე, ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას. სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო აქტორებმა დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ ისინი საქართველოს მოსახლეობას არ იცნობენ და იმ ცხოვრებას, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გაიარა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ პოლიტიკურ რყევებს, სამხედრო რყევებს და სამოქალაქო დაპირისპირებას ვგულისხმობ“, – განაცხადა მაია ბითაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.