ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა, საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრას – საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს.