პრემიერი “ნაციონალებს”: თქვენი ლიდერი საკუთარ თავს ილია ჭავჭავაძეს ადარებს 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას „წყალში ყრიდა“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე აღნიშნა, სწორედ ამით განსხვავდება დღევანდელი მთავრობა წინა ხელისუფლებისგან, რომ ბიუჯეტიდან თანხა ხალხს ხმარდება.
„ხალხის და ბიუჯეტის ფული მუცოს და ვარძიის რესტავრირებას მოხმარდა და არა უფუნქციო სასახლეების მშენებლობას. ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომლის სახელს თქვენი ლიდერი ხშირად იყენებდა საკუთარი პიარისთვის და საკუთარ თავს ადარებდა. ნახეთ, დღეს რა ხდება წიწამურში. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თქვენ გუნდს საკითხებისადმი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები