პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალურ მოძრაობას” შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მათი დაპირებები შეახსენა.
- გავამთლიანებთ საქართველოს.
- საქართველოს დავუბრუნებთ ევროპულ ოჯახში. შევალთ ნატოში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო. ეს იქნება საქართველოში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდება.
- ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450–მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000–მდე ადამიანი.
- ავაშენებთ ახალ პორტს, რომელიც არსებულზე 3–ჯერ უფრო დიდი იქნება და თავისუფალ სამრეწველო ზონასთან ერთად მთლიანად საქართველოში 35 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
- ავაშენებთ და გავხსნით ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, რომელიც 10 000 ოჯახს გაუჩენს სტაბილურ შემოსავალს.
- ჩვენი 50-თვიანი პროგრამის მიზანია სიღარიბესთან ბრძოლაში დავეხმაროთ ჩვენს მოხუცებს, რათა სიბერე იყოს სიღარიბის გარეშე.
- მომავალ წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარი გახდება.
- ჩვენი 50-თვიანი პროგრამის მიზანია დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები.
- ჩვენი პროგრამით ავამუშავებთ საშუალოდ 100 ახალ სოფლის მეურნეობის საწარმოს ყველა რეგიონში და დავასაქმებთ სოფელს.
- მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2 000 სოფელი, რაც ნიშნავს თითქმის მთელი საქართველოს სრულ გაზიფიკაციას.
- უფრო მეტად დავეხმარებით ფერმერებს ხვნა–თესვაში, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სოფლეს ჰქონდეს გაზი, კარგი გზა, სარწყავი წყალი, თანამედროვე სკოლა და მედ–პუნქტი.
- საშემოსავლო გადასახადს 15%–მდე შევამცირებთ, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.
- 1 200–ზე მეტი კარგად აღჭურვილი გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეს არის ჩვენი მანიფესტი, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, ეს არის გზა, რომლითაც ვივლით მომდევნო 50 თვის მანძილზე.
- საქართველოს სიღარიბისგან გათავისუფლება. საქართველო გაბრწყინდება!