ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალებს“: ძალიან სასაცილოები ხართ

თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები? – ამ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, მას შემდეგ, რაც უმცირესობის წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, აქვს თუ არა მას უფლება, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
“ძალიან სასაცილოები ხართ, ესე იგი, როგორც ჩანს, თქვენი ბელადისგან ერთი კითხვა გაქვთ მიღებული და ერთ კითხვას მისვამთ ყველანი, მე გკითხავთ – თქვენ გაქვთ უფლება, რომ იყოთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები?! ეს არის ჩემი და საქართველოს მოსახლეობის კითხვა“,- მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები