დავით ნარმანია სლოვაკეთის ელჩს რუდოლფ მიხალკას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია სლოვაკეთის ელჩს რუდოლფ მიხალკას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რასაც ქალაქი უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ივნისში, სლოვაკეთში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმზე დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციას სლოვაკელ ბიზნესმენებს და საქმიან წრეებს გააცნობენ.
თბილისის მერის თქმით, ძველი შენობების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის კუთხით სლოვაკეთს დიდი გამოცდილება აქვს, რომელსაც ქართული მხარე გაიზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები