დავით უსუფაშვილი ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და კრიზისის საკითხებში საქართველოში, ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარეს უკანასკნელი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ის პრიორიტეტებიც გააცნო, რომელსაც შემდეგი მოლაპარაკებების რაუნდისას განიხილავენ. „ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
ერბერტ ზალბერის თქმით, უფრო კრეატიული და ახალი მიდგომებია საჭირო ჟენევის მოლაპარაკებების მსვლელობისას. ყველა მონაწილე უნდა იყოს მზად, იმისთვის რომ არსებული საკითხები განიხილონ და კონსენსუსამდე მივიდნენ, რაზეც ისინი აქტიურად მუშაობენ. პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე მხარეებმა შიდა პოლიტიკური ვითარებაც მიმოიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები