გურამ ადამაშვილი ხელისუფლებას “რუსთავი 2”-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე მიანიშნებს

არასამთავრობო ორგანიზაციაპოზიციისაღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაცნაციონალური მოძრაობისაგანდა მის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ტელეკომპანიარუსთავი-2“ – სგან მოდის. გთავაზობთ გურამ ადამაშვილთან ინტერვიუს.

 

– ბატონო გურამ, როგორ შეფასებ გუშინ,რუსთავი -2“ ზე,  გადაცემაარჩევანში, საქართველოს რეგიონებიდან და მათ შორის თბილისიდან პირდაპირ ჩართვებს, რომლებშიც ძირითადად ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანები იყვნენ ჩაწერილნი და რომლებიც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოდიოდნენ?
– საზოგადოებამ, ალბათ, უკეთესად იცის, თუ რას ემსახურება, ზოგადად, „რუსთავი -2“-ის აგიტაცია, ამიტომ, ჩემთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,პოზიციის’’  ხელმძღვანელისთვის, ეს გასაკვირი ფაქტი არ არის, რადგან ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინათ დაიგეგმა გარკვეული ქმედებები იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, რაშიც მათ ხელს უწყობს „რუსთავი -2“-ის პიარმანქანა.
გუშინდელი გადაცემიდან გამომდინარე,  ჩვენ ვნახეთ,  თუ როგორი საზოგადოება გვყავს და როგორი სოციალურად დაუცველია ის. ყოველი შემთხვევისათვის, ასე გააშუქა „რუსთავი -2“-მა. მე მინდა  ერთი ფაქტი აღვნიშნო და საზოგადოებას შევახსენო, რომ, ზოგადად, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა საკმაოდ წარმატებული და განვითარებულია, იქაც კი, ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ სოციალურად დაუცველი ფენები და მათ შორის, საქართველოც არ არის გამონაკლისი,  ამ შემთხვევაში.
მე მინდა,  გავიხსენო ერთი ფაქტი, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლის წინათ, მიხეილ სააკაშვილი იყო ზუგდიდში ჩასული, სადაც ერთ-ერთ მოქალაქეს უნდოდა, რომ თავისი გაჭირვების ხმა მიეტანა მიხეილ სააკაშვილამდე და მისმა დაცვამ კბილები ჩაუმტვრია ხანდაზმულ ქალბატონს მხოლოდ იმის გამო, რომ არ მისულიყო ექსპრეზიდენტამდე და თავისი სატკივარი არ ეთქვა. ამ ფაქტიდან წლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი პიარისთვის ისევ ამ ტელეკომპანიის საშუალებით გამოაცხადა ახალი პროექტის, ,,გაღიმებული საქართველოს’’  შესახებ, სადაც სთავაზობდა ხანდაზმულ მოქალაქეებს კბილების გამოცვლას და ჩასმას, და მისი ეს იდეა, რა შედეგითაც დამთავრდა, ალბათ, თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით.
რაც შეეხება, იმ გადაცემას,  რომელიც გუშინ გავიდა, მინდა ძალიან მკაფიოდ ერთი ფაქტი აღვნიშნო.  ჟურნალისტები ხელმძღვანელობდნენ დაწერილი კითხვებით, რაც კიდევ ერთგვარ ეჭვს ბადებს, რომ ეს იყო კონკრეტულად „რუსთავი -2“-ის დირექტორის და უკრაინაში მყოფი ე.წ.  მისი ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით მუშაობს, რადგან ამ პარტიის ერთადერთი მიზანია, რაც არ უნდა დაუჯდეთ, სიცოცხლის ფასად,- ისინი ყველაფერს იკადრებენ, და კადრულობენ კიდევაც, ამ პერიოდებს თუ მივადევნებთ თვალყურს, – რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,  დაიბრუნონ ძალაუფლება და საზოგადოებაში შექმნან იმის განცდა, რომ თითქოს არაფერი არ კეთდება, თითქოს კრიმინალი მძაფრდება, თითქოს ქვეყანა იქცევა, ეკონომიკა იშლება და ა.შ.
მინდა საზოგადოებას უბრალოდ ვუთხრა, რომ ქვეყანა ერთ, ორ, სამ წელიწადში  არ შენდება და ამას უნდა წლები. ჩვენ გვერგო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციიის’’ ერთ-ერთ მთავარი მიმართულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ზოგადად, საზოგადოების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი, უნდა შევუწყოთ ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ქვეყნაში კიდევ ერთხელ, ისედაც გაფუჭებული საქმეები გავაფუჭოთ. ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა, აუცილებლად უნდა შევქმნათ ის გარემო, რომ ქვეყანამ მოიპოვოს განვითარების საშუალება, რომ ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მიმართულება და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ იყოს ისეთი, როგორსაც ვნატრობთ თითოეული ჩვენგანი.
– როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ესნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია, რადგანნაცმოძრაობამპრეზიდენტ მარგველაშვილს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით რამდენიმე დღის წინათ უკვე მიმართა?
–  ამაზე უკვე მოგახსენეთ თქვენ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული აგიტაციის ერთ-ერთი ნაწილი. მინდა, რომ ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ აუცილებლად გაატარონ უფრო სწორი პოლიტიკა იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუბრუნდეთ იმ დიქტატორულ რეჟიმში, რა რეჟიმიც გამოიარა საქართველომ. რაც შეეხება, კონკრეტულად მოქმედ პრეზიდენტს, ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთებდი ასეთ შეფასებას: ვურჩევდი საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან უფრო გონივრული პოლიტიკა გაატაროს ქვეყანაში იმისათვის, რომ ეს დემოკრატიული ღირებულებები და მიმართულებები შევინარჩუნოთ. საკმაოდ მკაფიოდ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ გზას ნამდვილად ადგას. თუნდაც ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ 2012 წელს, პირველად საქართველოში, ჩავატარეთ არჩევნები, როცა დემოკრატიული გზით შევცვალეთ ხელისუფლება. ამიტომ პრეზიდენტს უფრო მეტად მართებს გონივრული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და აღნიშნული მონაპოვრის შენარჩუნება.
რაც შეეხება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას პრეზიდენტისადმი, ამ პარტიაზე მე უკვე მოგახსენეთ ჩემი მოსაზრება, თუმცა, არა მგონია, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან მათმა მოქმედებებმა თვალნათლივ დაგვანახვა ის, რომ მათი პოლიტიკური ძალაუფლება ნელ-ნელა სუსტდება და ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც 21 მარტი, 2015 წლის 21 მარტი, მათი აქცია, სადაც ჩვენ ფაქტობრივად დავინახეთ, თუ რა მხარდამჭერები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს  არ დაეშვა შეცდომები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში და უფრო ეფიქრა და ეზრუნა ქვეყნის განვითარებისთვის, ქვეყანაში ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის და დემოკრატიული გზის განვითარებისათვის.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუშინდელი გადაცემა იყო  საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის კიდევ ერთხელ შეყრა, რადგან უნდათ, რომ დაამკვიდრონ აზრი, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანია და ამ დროს, თითქოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ელემენტარულად გადავხედოთ სამინისტროებში, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურაში მიმდინარე თუ განხორციელებულ პროექტებს და აქედან გავაკეთოთ ანალიზი.
აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვაქციოთ. ამიტომ, თუ  ობიექტურად არ შევაფასებთ გარკვეულ მიმართულებებს, ასე ქვეყანა ვერ განვითარდება და ამგვარ სიტუაციაში კი საზოგადოება იჭყლიტება, რაც ჩემთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციის“  ხელმძღვანელისთვის, ძალიან მტკივნეული თემაა.
– როგორ გესახებათ იმ მდგომარეობის  გამოსწორება, რაც ლარის დევალვაციამ გამოიწვია. თქვენი აზრითრამდენად შესწევს დღევანდელ  ხელისუფლებას არსებული სავალუტო კრიზისის დარეგულირება და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება?
– ჩვენმა ორგანიზაციამ გარკვეული პრესკონფერენციები მიუძღვნა ამ თემას. მიგვაჩნია, რომ ესეც გარკვეული პანიკის ნაწილია, რადგან ლარის გაუფასურება დაიწყო 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან. ჩვენ გვქონდა საკმაოდ მკაფიო მესიჯები, თუ რამ გამოიწვია ეს პროცესები. აღსანიშნავია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რადგანაც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებშიც არსებობს მსგავსი პრობლემები და იქაც ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია განიცადა.
დღეს ხელისუფლება დგას დიდი გამოწვევების წინაშე და ვფიქრობ,  მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის,  რომ ეს პროცესი სტაბილურობისაკენ წავიდეს, რათა არ დავდგეთ  საფრთხეების წინაშე, რაც გარკვეულს ძალებს და ოპონენტებს აწყობთ. არის კიდევ სხვადასხვა ეკონომიკური პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ეს არის პრიორიტეტი ეკონომიკური სამინისტროსი, ფინანსთა სამინისტროსი. ზაფხული მოდის და ვიმედოვნებ, ინვესტიციების შემოდინების კუთხით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.
ჩვენმა ორგანიზაციამ აღმოაჩინა ის ფაქტი, რომ დიდი შეცდომები დაუშვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ, მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა და კანონმდებლობაში ძალიან დიდი ცვლილებები აქვს შეტანილი სათავისპარტიოდ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და განვმარტო, რომ დღევანდელი ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას ამ მიმართულებით. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია აქ ინვესტიციების მოზიდვა და ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების განვითარება.
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რათა ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან და ის დავაყენოთ დემოკრატიული განვითარების გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები