ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ფაშიზმზე გამარჯვების იუბილე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოსახლეობას და ვეტერანებს მეორე მსოფიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილე მიულოცა.
„გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილეს. დიდი გამარჯვება არის ჩვენი ხალხების საერთო და ძალზე ძვირფასი მონაპოვარი, რომლებიც ერთად იბრძოდნენ და გადაარჩინეს მსოფლიო ნაციზმისგან.
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დაღუპულ გმირებს და არ დავუშვათ ისტორიის ხელახალი გადაწერის მცდელობა“, – განაცხადა პუტინმა თავის მიმართვაში.
პუტინმა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა იმ დიდი წვლილისთვის, რაც მათ გამარჯვებაში შეიტანეს, ასევე უსურვა მათ ჯანმრთელობა და დიდი ხნის სოცოცხლე, ხოლო მთელ ქართველ ხალხს – მშვიდობა და წარმატება.