იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 3500-მდე არალეგალი გადაარჩინა – ვიდეო

იტალიის სანაპირო დაცვამ არალეგარების გადაარჩინა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, 3500-მდე არალეგალი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში მოხვედრას სამი გადატვირთული გემით ცდილობდნენ. მსგავსი შემთხვევა აპრილის შუა რიცხვებშიც მოხდა. იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 6500 ადამიანი გადაარჩინა, რომლებსაც იტალიაში შესვლა სურდათ. გასული თვის განმავლობაში ევროპაში შეღწევა იტალიის გავლით 1200-მა არალეგალმა სცადა. აღნიშნულის გამო 23 აპრილს ევროკავშირის სამიტზე საზღვაო პატრულირების გაძლიერებასთან დაკავშირებთ გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები