დავით საგანელიძე: პოლიტსაბჭოს სხდომის ერთ-ერთი საკითხი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იქნება

ჩვენ კიდევ უნდა გადავხედოთ სიტუაციას, თუ რა მიდის უკეთესობისკენ, რა არ შეიცვალა და ვერ მოხერხდა – აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე კოალიციის წევრები ეკონომიკური გუნდის მიერ გადაგმული ნაბიჯებით დაინტერესდებიან.
„თავისთავად ცხადია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ყველას გვაღელვებს. ერთი თვის წინ, გახსოვთ, რომ მოსმენა იყო. მოსმენაზე ბრძანდებოდა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ჩვენ კიდევ უნდა გადავხედოთ სიტუაციას, თუ რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში, რა მიდის უკეთესობისკენ, რა არ შეიცვალა და ვერ მოხერხდა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები