გურიაში ორი შვილის დედა, 32 წლის ნათია ა. აბაზანაში ჩამომხრჩვალი ნახეს
გურიაში ორი შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 32 წლის ნათია ა. მეუღლემ საკუთარ სახლში თოკით ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა.
შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში წუხელ მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
როგორც „კვირას“ ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვიანის რწმუნებულმა ვასილ აბუსერიძემ განუცხადა, 32 წლის თამარ მ-ძე მეუღლემ საკუთარი სახლის აბაზანაში აღმოაჩინა.
„გუშინ საღამოს ნათია აბაზანაში შესულა და რომ დააგვიანდა გამოსვლა, მეუღლემ კარი შეანგრია და ცოლი თოკით ჩამომხრჩვალი ნახა“, – აღნიშნა ვასილ აბუსერიძემ.
ნათია და მისი მეუღლე ერთი სოფლიდან არიან და ისინი დაახლოებით 10 წლის წინ დაოჯახდნენ. თამარს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. უფროსი 5 წლის და უმცროსი 1,6 თვის. გარდაცვლილის მეუღლეს მცირე ბიზნესი ჰქონდა. ოჯახს რამდენიმე სათბური ჰქონდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 115 – ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.