სომეხთა გენოციდზე სიუჟეტი რუსეთის პირველმა არხმა აზერბაიჯანული მუსიკის თანხლებით გაუშვა (ვიდეო)

აზერბაიჯანში აღშფოთება გამოიწვია რუსეთის პირველ არხზე გასულმა სიუჟეტმა სომეხთა გენოციდის შესახებ, რომელსაც ფონად აზერბაიჯანული მუსიკა ედო. BAKU.WS-ის ცნობით, საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტს ედო ცნობილი აზერბაიჯანელი ბალაბანისტის ალიხან სამედოვის კომპოზიცია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტების აზრით, ეს ფაქტი აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს. ბაქოს აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ეს გამოშვება აზერბაიჯანული ეროვნების წამყვანს ირადა ზეინალოვას მიყავდა. აზერბაიჯანის ოფიციალურ სტრუქტურებს ამ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს ერევანში სომეხთა გენოციდის 100-წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. სომხების მასობრივი ხოცვა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე 1915 წელს მოხდა. ანკარა დღემდე არ ეთანხმება ტერმინს „გენოციდი“ და მსხვერპლს საომარი მოქმედების შედეგს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები