უკრაინის უმაღლეს რადაში შეხლა-შემოხლა მოხდა (ვიდეო)

უკრაინის პარლამენტში დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ რადას სხდომაზე შეხლა-შემოხლა მოაწყო. ინციდენტი ლიაშკოს გამოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც დეპუტატებმა მისი სიტყვების შეფასება დაიწყეს. დეპუტატი განსაკუთრებით აღშფოთდა პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლის ანატოლი მატვიენკოს განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ კანონი ყველასთვის ერთია და ვინც მას არღვევს, უნდა დაისაჯოს. საქმე ეხება პარლამენტის რამდენიმე წევრისთვის, მათ შორის რადიკალური პარტიის წარმომადგენლებისთვის იგორ მოსიისჩუკისთვის და ანდრეი ლოზოვოისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.
მატვიენკოს ამ განცხადების შემდეგ რადიკალების წარმომადგენელი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდებოდა, ადგილიდან წამოხტა და მატვიენკოსთან მიირბინა. თუმცა გზაზე მას სხვა დეპუტატები დახვდნენ და გამომსვლელთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ყავარჯნიანი დეპუტატი იძულებული იყო ადგილზე დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები