ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ლიბიაში ქრისტიანები დახოცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. ზოგიერთი მათგანი დახვრიტეს, ზოგიერთს კი თავი მოკვეთეს. მვლელობის ამსახველი კადრები “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობითაც გაავრცელეს. მედიის ინფორმაციით, ვიდეოს ერთი ნაწილი სანაპიროზეა გადაღებული, მეორე კი ტყის მასივში.