მდინარე ენგურმა ახალგაზრდა გოგოს ცხედარი გამორიყა
მესტია-ზუგდიდის ცენტრალური გზის მონაკვეთზე მდინარე ენგურმა ახალგაზრდა გოგოს ცხედარი გამორიყა, რომელიც ერთი წლის წინ ავარიის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი ადგილობრივმა მაშველებმა ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ხაიში-ჭუბერის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„ჯიპის“ მარკის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. მანქანაში მყოფი ოთხივე ადამიანი გარდაიცვალა. ერთ კვირიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ჯერ ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, შემდეგ კი – დედა-შვილის. როგორც ცნობილია, ოჯახი რუსეთიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.