“მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი პირველ საათზე დაიწყება და დიდი ალბათობით, მას ყველა მღვდელმთავარი დაესწრება.
„ანალოგიური კენჭისყრაა, რაც იყო წინა სინოდზე, ოღონდ აქ იქნება სამ კანდიდატს შორის და გამოირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს.
მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი.
პირველ საათზე ვფიქრობთ, რომ დაიწყება უკვე პროცესი. სავარაუდოდ, ყველა მღვდელმთავარი იქნება.
საჯარო იქნება გახსნა, შემდეგ იქნება კენჭისყრის პროცესი და საბოლოოდ გამოცხადება.
დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდება, ინტრონიზაციის შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება ინტრონიზაცია“, – განაცხადა დეკანოზმა.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.