გიორგი სვანიძე ბოლნისის თეატრში სპექტაკლს „ბეთქილი“ დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ბოლნისის თეატრში სპექტაკლს „ბეთქილი“ დაესწრო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლი „ბეთქილი“ წარუდგინა.
სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის შესახებ , ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.
„სპექტაკლი „ბეთქილი“ მნიშვნელოვანი კულტურული პროექტია, რომელიც გვახსენებს ჩვენი ქვეყნის მდიდარ ტრადიციებსა და ფოლკლორს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურის პოპულარიზაციას და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას,“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
წარმოდგენა გაიმართა „შემოქმედებითი საქართველოსა“ და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.