ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ის მზადაა უკრაინელ კოლეგას არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაშიც შეხვდეს, თუმცა შეხვედრა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოსაწერად შედგება.
„ვფიქრობ, რომ საქმე დასასრულისკენ მიდის. შეხვედრა შესაძლებელია მესამე ქვეყანაშიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაზე. მონაწილეობა რომ მივიღო ამ ღონისძიებაში, ან რაიმეს ხელი მოვაწერო, მაშინ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი და არა თავად მოლაპარაკებები“, – განაცხადა პუტინმა.