ლაგოდეხში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვარდისუბანში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიღებული.
დაჭრილი თბილისში, კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს ოჯახის სხვა წევრისთვის უნდა ესროლა, თუმცა ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ქალი იმყოფებოდა.
დამატებით დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.