ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის – „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი” პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

“ღონისძიებას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოცემა მომზადებულია საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის” მიერ, ხოლო მისი ხელახალი გამოცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. წიგნი ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის გამოცემას – „გური და ტრისტან სიხარულიძეები” და მას თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული აუდიოჩანაწერები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის პრემიერა, რომელიც ტრისტან სიხარულიძის შემოქმედებას ეძღვნება. შესრულდა ფოლკლორული ანსამბლების – „შვიდკაცა” და „შემოქმედი” მუსიკალური ნომრები. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები