სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026″ გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026″ გაიმართა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფეხბურთო კლიბ “სამტრედიის” მიერ ორგანიზებულ ტურნირში ერთმანეთს 2014-2015 წლებში დაბადებული მოზარდები დაუპირისპირდნენ.

“გამარჯვებულებს თასები და მედლები თბილისის მერმა
კახა კალაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცეს.

სტუმრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვეს და ხაზი გაუსვეს რეგიონში მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების მნიშვნელობას, რაც დამატებითი მოტივაციაა მომავალი თაობებისთვის.

„KALA CUP” ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები