სოფლის მეურნეობის სამინისტროში “სასოფლო-სამურნეო კოოპერატივებში ქალთა როლის გაძლიერებისათვის” შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე – “დიალოგი სასოფლო-სამურნეო კოოპერატივებში ქალთა როლის გაძლიერებისათვის” დღეს შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა როლის გაძლიერების გზების მოძიება, დიალოგი და ერთიანი პლატფორმის შემუშავება, სამთავრობო და არასამთავრო ორგანიზაციების ჩართულობით.
“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივების წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში დასრულდა. დღეისათვის, სასოფლო-სამეურნეო კოოოპერტივების სტატუსი მინიჭებული აქვს 722 კოოპერატივს, კოოპერატივებში გაერთიანებულია 4862 მეპაიე, მათგან 22% (1084მეპაიე ქალია) 73 კოოპერატივს კი ქალი ხელმძღვანელობს”, – აცხადებენ სამინისტროში.