ძლიერმა ქარმა მაგნოლიის ხე მოგლიჯა (ფოტოკოლაჟი)
ქარიშხალმა ე.წ. ექვსი მაისის პარკში მაგნოლიის ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ საზაფხულო ტიპის შენობას დაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „6 მაისის პარკის“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი დაშავდა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მათ სერიოზული ტრავმები არ აღმოაჩნდათ. ძლიერი ქარი ბათუმში დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა.