გელა დუმბაძე ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველ არქიტექტორს გელა ხომერიკს შეხვდა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ჰოლანდიაში, ქ. როტერდამში მოღვაწე ქართველ არქიტექტორს გელა ხომერიკს შეხვდა. რამდენადაც ცნობილია, არქიტექტორი საქართველოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში ესტუმრა.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები. პროექტი ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ქართული დიასპორის წარმომადგენლების მოწვევას სამშობლოში ტრენინგის ფორმატში თავიანთი გამოცდილების გაზიარების მიზნით. გელა ხომერიკმა სახელმწიფო მინისტრს გააცნო თავისი ნაშრომი არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მიმართულებით.