რუსული მედია – საქართველო, რუსეთის შემდეგ ქალი-ლიდერების რაოდენობით მეორე ადგილზეა
რუსეთი მსოფლიო ლიდერია მმართველ თანამდებობებზე ქალების რაოდენობით. მათი რიცხვი 40%-ს შეადგენს. პორტალ.geomigrant.com-ის ინფორმაციით, ეს დასკვნა Grant Thornton International-ის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. ამ დასკვნის მიხედვით, ქალი ლიდერების რაოდენობის მიხედვით, საქართველო 38%-ით მეორე პოზიციაზეა, პოლონეთი – 37%-ით და ლატვია 36%-ით. ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. იაპონიაში ტოპმენეჯერების მხოლოდ 8%-ია ქალები. არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა გერმანიაში – 14% და ინდოეთში – 15%.