სახელმწიფო კრიზისების მართვის საბჭოზე დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე იმსჯელეს
ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ნადირაშვილი, შვეიცარიიდან მოწვეული ექსპერტები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სტიქიურ ზონაში არსებულ მდგომარეობასა და მის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შვეიცარიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ამალი-დევდორაკის ხეობაში წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას.