ვახტანგ გომელაური: პოლიციელის უფლება-მოსილებებში ცვლილებებია საჭირო
შს მინისტრი პოლიციელების უფლებამოსილების ცვლილებების ინციატივით გამოდის. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთივე უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში, პოლიციელის უფლება-მოსილებებში ცვლილებებია საჭირო.
“საუბარია უმნიშვნელო თემებზე და არა ისეთი უფლებების მიცემაზე, რომ პოლიციელს პირდაპირ სროლის უფლება ჰქონდეს. ახლანდელი კანონი ძალიან ნორმალურია, თუმცა არის პატარა ცვლილებები საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთივე სავალალო და უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში”, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის განმარტებით, საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა.