ღუდუშაურის კლინიკაში ახალგაზრდა საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 29 წლის თათია ს-ძე საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს. ახლობლების ინფორმაციით, თათიას საკეისრო კვეთის შემდეგ ფილტვების ანთება დაემართა, რის შედეგადაც გაეთიშა თირკმელები, ღვიძლი გაუდიდდა და სეფსისი დაემართა. მათივე თქმით, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, მაგრამ ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალმა მათ ამის უფლება არ მისცა.  შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირამ“ ჯერ კიდევ გუშინ გადაამოწმა კლინიკაში, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ყიფიანმა, პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო.
„ჩამოყალიბდით, რა ინფორმაციას მეკითხებით. საკეისრო კვეთის შემდეგ ჩვენთან პაციენტი არ გარდაცვლილა“, – აღნიშნა თამარ ყიფიანმა.
„კვირა“ კომპანია „ჯეონეთს“ დაუკავშირდა, სადაც თათია მუშაობდა.
„დიახ, თათია ს-ძე ჩვენი თანამშრომელია. გუშინ დილით ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა“, – აღნიშნეს კომპანიაში.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები