საქართველოში სამი კლინიკის რეკონსტრუქცია განხორციელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოცენტრის და ხილიანის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეკონსქტრუქცია მოხდება – ამის შესახებ კანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საავადმყოფოების აღჭურვა და მენეჯმენტი სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე იქნება დაფუძნებული.
„მოსამზადებელი ფაზიდან ჩვენ საბოლოოდ გადავედით მოქმედებით ფაზაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან ერთადაც შეგვეძლება, რომ გავზარდოთ ხარისხი მიწვდომადობასთან ერთად და მინიმალური გახდეს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციასაც ვფიქრობთ უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახლებური მოდელები საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ მართლაც გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. პირველი შედეგები უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მედიკამენტები გახდება უკივე ბევრად მიწვდომადი მოსახლეობისთვის, ეს იქნება უახლოესი თვეების საქმე. დაიწყება სამი მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური, რომლის როგორც აღჭურვა ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებული, კერძოდ, სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე და გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის მოქმედების რევიზია და მორგება ახალ გამოწვევებზე, იმიტომ, რომ უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ“,- განაცხადა სერგეენკომ.
თავის მხრივ, საკონსულტაციო ჯგუფის კოორდინატორმა ჟან ლი მალკინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკონსულტაციო ჯგუფი კონცენტრირებული იქნება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორებიცაა: სტანდარტებისა და ნორმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას. ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლებს შექმნა. სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით.
მისივე ასევე მოხდება ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზება, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და მათ ოპტიმალურ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.
შეგახსენებთ, 6 აპრილს საქართველოს მთავრობამ ჯგუფ “Global Allianse for Health and Social Compact“-თან შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის მიზანიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები