დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგის, მაია თანიაშვილის თქმით, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაჭრილი პოლიციელის წნევას ისევ მედიკამენტებით ასტაბილურებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მუცლის არეში შესაძლოა, დადებითი დინამიკა აღენიშნოს.
“ავადმყოფის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა, აღენიშნა დადებითი დინამიკა. რჩება აპარატულ სუნთქვაზე, პარამეტრების გამარტივებით, წნევის რეგულაციისთვის ესაჭიროება მედიკამენტები. მუცლის მხრივ მოსალოდნელია დადებითი დინამიკა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა მაია თანიაშვილმა.
სამართალდამცველებზე თავდასხმა 4 აპრილს, ვარკეთილში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებს ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შალვა აბულაძემ ესროლა. ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა, ხოლო გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში რჩება.