მაია მწარიაშვილს პროკურატურის ახალ შემადგენლობასთან კითხვები აქვს
ქალაქის ყოფილ პროკურს მაია მწარიაშვილს პროკურატურის ახალ შემადგენლობასთან კითხვები აქვს. მაია მწარიაშვილი ხარძიანის საქმეზე მუშაობდა. დღეს მას აინტერესებს, ხარძიანის საქმე ახალმა პროკურორებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში რატომ ვერ დაასრულეს.
„მას შემდეგ, რაც მე არ ვსაქმიანობ პროკურატურაში და არც ბატონი არჩილი, წელიწად-ნახევარი გავიდა. ყველაზე ცუდი და მძიმე პრეტენზიის შემთხვევაში, თუ ეს საქმე ძველ შემადგენლობას უნდა დაეწყო და დაესრულებინა კიდეც 10 თვის ვადაში, წელიწად-ნახევარში რატომ არ უნდა დასრულებულიყო?! ნაცვლიშვილს ეს საქმე ედო თაროზე, სადღაც თავის კაბინეტში. ნაცვლიშვილმა რომ დატოვა თავისი კაბინეტი, ვიღაცა ხომ შევიდა იმ ოთახში, ხომ დაიკავა მისი ადგილი და იმ თაროდან ხომ ჩამოიღო ეს საქმე, ჰოდა, რომ ჩამოიღო ეს საქმე, წელიწად-ნახევარი სად იყო ეს საქმე?“ , – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.